ირაკლი ქადაგიშვილი - არ მეგულება ქვეყანა, რომლის მიმართ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს საყვედურები და უკმაყოფილება არ გამოეხატათ

არ მეგულება ქვეყანა, რომლის მიმართ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს საყვედურები და უკმაყოფილება არ გამოეხატათ - დასაწყისში ინგლისსაც მისწვდნენ, მაგრამ დღეს ინგლისზე აღარ საუბრობენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის იმ ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვით, უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა და უკრაინის გარკვეული ტერიტორიის მითვისებაც სურდა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, უნგრეთსა და უკრაინას შორის საუკეთესო ურთიერთობები და თანამშრომლობა არასდროს იყო და უნგრეთი რუსეთთან უფრო მეტად თანამშრომლობდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქადაგიშვილის თქმით, „უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ აბსურდულ ბრალდებს ნონ სტოპ რეჟიმში აკეთებს, რომლის მიზანი რუსეთის სამხრეთში ან აღმოსავლეთში მეორე ფრონტის გახსნაა“.

„ისინი თვლიან, რომ საქართველო ამისთვის ყველაზე პერსპექტიული ადგილია, მით უფრო, რომ საქართველოში მოკავშირის სახით „ნაციონალური მოძრაობა“ ეგულებათ. ბრალდებები აბსოლუტურად აბსურდულია, რაც საქართველოს ომში ჩათრევას და დანგრევას გულისხმობს. ეს კი მოსახლეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა