ანა დოლიძე - წარმოიდგინეთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი

წარმოიდგინეთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი - დღეს ჩვენ ვითხოვთ, მინიმალური ხელფასის ის ოდენობა განისაზღვროს, რაც შესატყვისი იქნება იმ რეალობისათვის, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება მაღაროში მომუშავე და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანს ერთი და იგივე მინიმალური ხელფასი ჰქონდეთ დადგენილი, რადგან მათი შრომა განსხვავებულია.

“მინიმალური ხელფასის პრობლემას ჩვენი პარტია “ხალხისთვის” მუდმივად ახმოვანებს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გაძვირდა ფასები და რამხელა ინფლაციაა ქვეყანაში. ის 200-300 ლარი, რომელიც დადგენილი იყო ხელფასად, ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედ ნაწილს ყოფნის. უნდა წარმოიშვას მსჯელობა ბიზნეს სექტორებთან,” - აღნიშნა დოლიძემ.

პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ასევე ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების თემასთან დაკავშირებით გაამახვილა. მისი განცხადებით, ახალგაზრდები ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მათ სწავლის დაწყება, ან გაგრძელება უჭირთ, არის ის, რომ ისინი მუშაობენ.

“თითქმის ყველა ახალგაზრდა დღეს არის დასაქმებული და ცდილობენ, თავიანთი შრომით ირჩინონ თავი. ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ მათ ნორმალური ანაზღაურება შევთავაზოთ. ასევე სტაჟირებები, რომლებიც ანაზღაურებადი იქნება.

თუ ჩვენ ახალგაზრდებს არ მივაქცევთ ყურადღებას ისინი ევროპაში წავლენ და ჩვენ მათ დავკარგავთ. მათ უნდა დავუდგინოთ სპეციალური საგადასახადო შეღავათები, რადგან ისინი მუშაობენ. მათ მუშაობასთან ერთად სწავლა-განათლება სჭირდებათ. ამიტომ ჩვენ მათ წინსვლას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა