ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე

ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნით, რეალური პრობლემები გადაიფარება, რაც „ქართულ ოცნებას" აწყობს.

„ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ცოტა შეუთავსებელია და „ნაციონალური მოძრაობის" თანმიმდევრულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან მათ კომისიის შექმნის არგუმენტად გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მოჰყავთ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ შორის, სააკაშვილსაც, მაგრამ ეს არათანმიმდევრული და შეუთავსებელი არგუმენტია. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სააკაშვილის ირგვლივ პროცესებით გადაფაროს რეალური დღის წესრიგი, პირველ რიგში, ეს ხელს აძლევს „ოცნებას“. მათ გაუხარდებათ ამ კომისიის შექმნა, რადგან ამის ირგვლივ მოხდება მთელი მედია რესურსის შეკრება და აბსოლუტურად გადაიფარება ჩვენი მოქალაქეების რეალური პრობლემები. ამიტომ, თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე, მგონი თქვა კიდეც, მე სიამოვნებით მოვუწერდი ხელსო,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კომისიის შესაქმნელად ერთი ხმა აკლდებათ და გახარიას გუნდს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა