ბერდია სიჭინავა - სააკაშვილის პრობლემატიკა „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან ყურადღება გადააქვს - არ გამიკვირდება, პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს

სააკაშვილის პრობლემატიკა „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან ყურადღება გადააქვს, არ გამიკვირდება, რომ „ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილმა ამ კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დღის წესრიგი არა ყოფილი პრეზიდენტის საკითხი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.

ბერდია სიჭინავას თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საქართველოს პარლამენტი აქციოს ორგანოდ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.

„სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას, მკაფიოდ ვამბობთ, რომ მხარს არ ვუჭერთ და ამას კონკრეტული მოტივაცია აქვს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგზეა ორიენტირებული. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, ფასების ზრდა, ინფლაცია, უმუშევრობა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ამ პირობებში, როდესაც ამ პრობლემების გადაჭრისკენ უნდა მოვუწოდებდეთ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის თემა შემოაქვს და უნდა, საქართველოს პარლამენტი ერთგვარ ორგანოდ აქციოს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს. ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუკვეთეს, მათ შორის მათ დეპუტატებს, რომლებიც უნდა მუშაობდნენ პარლამენტში მათი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, მიხეილ სააკაშვილის პრობლემატიკა შემოაქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ „აწყობს“, რადგან ყურადღება გადააქვს. არ გამიკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორც მან აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმრად არ მიიჩნევს, თუმცა, „ქართული ოცნების“ განცხადებების და ქმედებების შედეგად, ყოფილი პრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები გაჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი არ არის, თუმცა ხელისუფლების ქმედებები, რომელიც გადადგმული იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ პერიოდში, მათ შორის განცხადებების დონეზე, პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე, სასამართლოში მის ვერ მიყვანასა და მის სასამართლო პროცესებზე არ გამოცხადებაზე, „ქართული ოცნება“ შეგნებულად თუ შეუგნებლად აკეთებდა იმას, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. მისი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა, საგამოძიებო კომისია არ არის სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამნაცვლებელი“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს