გიორგი გახარია - დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, "ყველა ერთად დავდგეთ" და "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში".

გიორგი გახარიას თქმით, მისი გუნდი მზად არის იმუშაოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

"ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია.

დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ბედი წყდება.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა",- წერს გახარია Facebook-ზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს