პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ხომ ვაღიარებთ, რომ „ოცნებისთვის“ სააკაშვილი სერიოზული თავის ტკივილია, უბრალოდ ვერ გადაწყვიტეს: თავისუფლებაში ურჩევნიათ, ციხეში თუ საერთოდ ურჩევნიათ თუ არა მისი არსებობა

შესაძლებელია არსებობდეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში“, რომელიც იყენებდეს ძველ ბოლშევიკურ დევიზს - „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“, მაგრამ ჩვენ ხომ ვაღიარებთ იმას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული თავის ტკივილი და პრობლემაა, უბრალოდ ახლა ვერ გადაწყვიტეს გარეთ, თავისუფლებაში ურჩევნიათ სააკაშვილი, ციხეში, თუ საერთოდ ურჩევნიათ თუ არა სააკაშვილის არსებობა - ღმერთმა ნუ ქნას, არავის თავში არ მოიხარშოს იდეა, რომ სააკაშვილის არ არსებობა უფრო კარგი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს და თუ ვინმესთვის ეს თემა საქილიკოა, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დაბალი დონის, დეგრადირებულ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, ექიმებთან და ვითარება არის ძალიან მძიმე, ამას ვერ უარყოფს ვერც „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი ცდილობს, რომ ეს თემა სახუმარო გახადოს და იღლაბუცოს ამ საკითხზე, ეს მიუთითებს პოლიტიკური ზნეობის დაბალ ხარისხზე და ადამიანური ზნეობის დაბალ დონეზე. მე დღესაც ვუთხარი, ხომ გამოდიან ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დიაგნოზს უსვამენ, რომ მძიმეა დიაგნოზი, ეს კონსილიუმმა დაადასტურა, ამას საუბრობს პირადი ექიმიც, გამოიყვანეთ ვინმე თქვენი „ქოცი“ ექიმი, თუნდაც სერგეენკო და თქვას, მაგრამ ვერავინ ვერ ამბობს, ექიმები, ვინც არიან პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ადვილია. არც ერთ ექიმს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს პარლამენტში, არ მიუცია თავისთვის უფლება ეთქვა, რომ ეს გამოწვეულია ხაჭოს და კვერცხის მიუღებლობის გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ნამდვილად და სახელმწიფოს, ხელისუფლების, პირველ რიგში კობახიძის, „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

შესაძლებელია არსებობდეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში“, რომელიც იყენებდეს ძველ ბოლშევიკურ დევიზს, რომ „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“, მაგრამ ჩვენ ხომ ვაღიარებთ იმას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული თავის ტკივილი და პრობლემაა, უბრალოდ ახლა ვერ გადაწყვიტეს გარეთ, თავისუფლებაში ურჩევნიათ სააკაშვილი, ციხეში, თუ საერთოდ ურჩევნიათ თუ არა სააკაშვილის არსებობა. ღმერთმა ნუ ქნას, არავის თავში არ მოიხარშოს იდეა, რომ სააკაშვილის არარსებობა უფრო კარგი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრალიც არ უნდა ჰქონდეს - სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის კონსტიტუციით დაცული, ამაზე დგას ადამიანობა, ამაზე დგას სახელმწიფო და ეს თემა თუ საქილიკოა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დაბალი დონის, დეგრადირებულ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო