დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არამხოლოდ მიხაილო პოდოლიაკისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის გაუგებარია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არამხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა წარმომადგენლისთვის გაუგებარია.

როგორც უსუფაშვილმა ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორი დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას ჰქონდა კითხვები იმის თაობაზე, რომ ვერ გაიგეს, რას ნიშნავს საქართველოს მთავრობის პოზიცია, როცა ერთის მხრივ, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობაზე საუბრობენ, ხოლო მეორეს მხრივ, მინიმალურზე მინიმალური კონტაქტები აქვთ.

„გაუგებარია ერთის მხრივ იმაზე გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ეს უბედურება უფრო ადრე გადავიტანეთ და მეორეს მხრივ, მთავრობებს შორის სატელეფონო კონტაქტიც არ არის, რომ რაღაცებზე ერთმანეთთან ინფორმაცია გაცვალონ. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, რაც უნდა მოგვარდეს. მაგალითად, მთავრობას ამის სურვილი რომ ჰქონდეს, საკონტაქტო პირი - ვიცე-პრემიერი ან ვინმე სხვა უკვე ეყოლებოდა, ვინც უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივ სატელეფონო ხაზზე იქნებოდა.

რუსეთი რომ სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდება და ამაში პარტნიორები დასჭირდება, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?!“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო