ალუდა ღუდუშაური - პოდოლიაკმა და სხვებმა, როგორც ჩანს, უკან დაიხიეს და გააცნობიერეს, რომ არავინ აპირებს გაატაროს და უპასუხოდ დატოვოს მძიმე განცხადებები

პოდოლიაკმა და სხვებმა, როგორც ჩანს, უკან დაიხიეს და გააცნობიერეს, რომ არავინ აპირებს გაატაროს და უპასუხოდ დატოვოს მძიმე განცხადებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათგან არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე განცხადებები ისმოდა და ახლა ისინი „ვარაუდებით საუბარზე გადავიდნენ".

„ეს არ შეშვენის იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები და სტრატეგიული ურთიერთობა არ უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას. უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს. ამ განცხადებებმა ყველა შესაძლო წითელი ხაზი გადაკვეთა და მიიღო ისეთი სახე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის იმიჯის შებღალვას ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე არ ვაპირებთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო