მიხეილ სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე - ბრალდებების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებს, რომელთაც გააჩნდათ რუსეთთან საქმიანი  ურთიერთობები, ეს შეიძლება დღემდე შენარჩუნებული აქვთ

ბრალდებების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებს უკრაინის ხელისუფლებაში, რომელთაც გააჩნდათ რუსეთთან ძალიან აქტიური, საქმიანი და ბევრი სხვანაირი ურთიერთობები, ეს შეიძლება დღემდე შენარჩუნებული აქვთ,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რასაც ამბობს, ეს არის არა ბრალდება, "არამედ ფაქტის კონსტატაცია, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა საქართველოს წინააღმდეგ აქტიურობს, შეიძლება ჰქონდეს უფრო პრორუსული აქცენტები გაკეთებული თავის დროზე".

"მე რომ ვარაუდი გამოვთქვა, თქვენ ხოცავთ ადამიანებს ქუჩაში, თქვენ დაიწყებთ ძებნას სად დაამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა, თუ მეტყვით, რამე ხომ არ აურიეო?! ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ რას შეიძლება გამოეწვია ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება, მათ შორის, გულშემატკივრობა კონკრეტული ოპოზიციური ძალისა საქართველოში, შეიძლება ვერსიად განვიხილოთ ისიც, რომ შენარჩუნებული აქვს ვინმეს დღემდე ის რუსული კავშირები, რომელიც გააჩნიათ და ამის გამო გულშემატკივრობენ. კონკრეტულ შემთხვევაში რა არის მიზეზი, ამას ფაქტის დონეზე ვერ ვისაუბრებ. მე მგონია, ყველაზე დამაჯერებელი არის გულშემატკივრობა აქ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის, შესაძლებელია იყოს ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ცალკეულ თანამდებობის პირებს, რომელთაც გააჩნიათ რუსეთთან ძალიან აქტიური, საქმიანი და ბევრი სხვანაირი ურთიერთობები, შეიძლება დღემდე შენარჩუნებული აქვთ. მე მგონია, ასეთი რიტორიკა და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესით განპირობებული. არიან ასეთები, ღია რესურსებით ინტერნეტში შეგიძლიათ მონახოთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი