მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დღითიდღე ვხედავთ, როგორ მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა. ძალიან აღელვებული ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ ადამიანი, სრული გაგებით, იღუპება. მე ვალდებული ვარ განვაცხადო, აღარ არის ლოდინის დრო! რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ვაპირებდი რეგიონებში სიარულს. ორი დღე ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს, გვესმის ქილიკი და ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა, რომ „საჭმელი ჭამოს“, „არაჟანთან ერთად გადაადგილდება“. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას - გონს მოეგეთ! აღარაა დრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასე მოექეცით, რომელსაც საქართველოს წინსვლასა და შენებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ ოჯახმა გადავწყვიტეთ 5 მაისს, კანცელარიასთან, 19:00 საათზე გავმართოთ აქცია, რომელიც იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა გავაგონოთ. მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - გვერდით დაგვიდგნენ! ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მივმართავ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს - არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის მომხრე ხართ. ერთი არის ცხადი, ადამიანი ითხოვს, ოჯახი ითხოვს შველას და ვინაიდან საქართველოში ყოველთვის იყო და არის ოჯახის კულტი, მივმართავ თითოეულ ოჯახს, დებს, ძმებს, მშობლებს, გვერდით დაგვიდექით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან ყოველი წუთი შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. ჩვენ საქართველოს ისტორიაში გვქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა გაგვიწირავს ადამიანები, რომელთაც საქართველოს მშენებლობაში ლომის წილი მიუძღოდათ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს