პრემიერ-მინისტრი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. ხაზი გაესვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას მოემსახურება.

განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. აღინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობას.

განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საქართველოს მხრიდან კი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი