კარწახსა და სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილოში“ და „კარწახში“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ-ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის ჩართულობით, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 11 900 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მ.კ.-ს ჯარიმის სახით 1 000 ლარი შეეფარდა, ხოლო არადეკლარირებული საქონელი და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოერთვა.

რაც შეეხება, სამართალდამრღვევ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს - ა.კ.-სა და გ.შ.-ს, არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვათ და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა