ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც აზარაშვილი განმარტავს, რამდენიმე დღეა, რაც მას თენგიზ ცერცვაძესთან არ უსაუბრია.

„რამდენიმე დღეა არ გვისაუბრია. დღის განმავლობაში შევხვდები და შემდეგ შემეძლება გიპასუხოთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ კლინიკაში ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა