„ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე კიდევ 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, 2 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 4 პირს დაუსწრებლად წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამოდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფმა სამმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კომპანიის დირექტორის მეგობარს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა - ვ.მ.-მ, დ.მ.-მ, ო.რ.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

ვინაიდან ბრალდებულებმა თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალდება 14 პირს წარედგინა, მათ შორის 10 პირია დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა