ირაკლი კობახიძე ევტუშენკოვზე - გაირკვა, რომ რუსი ბიზნესმენიც პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან არის დაახლოებული - ჩავარდა, საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია“, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის კავშირს ეხება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ „დასავლური მედია ევტუშენკოვისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კავშირზე საუბრობს“.

როგორც კობახიძე აცხადებს, გაირკვა, რომ რუსი ბიზნესმენი „პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან არის დაახლოებული“.

„რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რაც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია რაღაც ლაკონურ ინფორმაციის გაცვლაზე, თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო ეს. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს რუსი ბიზნესმენიც არის პირდაპირ ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული. ანუ მარტივად ჩავარდა, საპნის ბუშტივით გასკდა კამპანია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ (ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არა) ორი წამი, რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბაიდენის ოჯახთან და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პიარკამპანიები და აქციები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა