ხატია დეკანოიძე - გამოსავალი, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი ხელისუფლებას სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანაა - ჩემი რეკომენდაცია იყო ეუთო/ოდირი ამ მიმართულებით ჩაერთოს

გამოსავალი, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი სთავაზობს [ხელისუფლებას], არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყანაში, ჩემი რეკომენდაცია იყო ჩაერთოს ეუთო/ოდირი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორ, მატეო მეკაჩთან და თანმხლები დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პარლამენტში გაიმართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მართლმსაჯულების საკითხის გარდა, ასევე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმას.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ეუთო/ოდირს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები, მონიტორინგის ფუნქციის გაზრდასთან დაკავშირებით.

"ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე და იმ გარემოზე, რომელშიც საქართველოში ტარდება არჩევნები უკვე ძალიან დიდი ხანი. კონკრეტული წინადადებები ჰქონდა ეუთო/ოდირს წარმოდგენილი, რაც გულისხმობს იმას, რომ მონიტორინგის ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და ამ ფუნქციით წარდგება ორგანიზაცია ივნისში, რაც იქნება საარჩევნო გარემოს შეფასების კიდევ უფრო ფართო ხედვის წარმოდგენა.

მეორე საკითხი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ზოგადად მართლმსაჯულების როლი დემოკრატიის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ჩემგან საკითხი იყო დაყენებული, ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითი ციხეში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გამოსავალი, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი ვთავაზობთ [ხელისუფლებას], არის მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მესამე ქვეყანაში, რაც შეთავაზებული იყო, ჩემი რეკომენდაციით, რომ ჩაერთოს ორგანიზაცია ამ მიმართულებით, რადგან პოლიტიკური მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა არის ერთი მიმართულება,რაზეც მუშაობს ეუთო/ ოდირი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილები განხილული იყოს ჩვენს პარტნიორებთან. თუ არ იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველა ინსტრუმენტი გამოცლილი "ქართული ოცნების" ხელში, არ მოხერხდება იქნება პოლარიზაციის შემცირება", - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს