ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი - ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით და ისლანდიაში საქართველოს ელჩის, ნატა მენაბდის მონაწილეობით, ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა.

„საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80%, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით ნატო-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატო-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე", - ნათქვამია ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" გვერდზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა