მამუკა გამყრელიძე - სანქციების ახალი პაკეტი და   ნავთობის ემბარგო  ყველაზე სწრაფად მოახდენს ზემოქმედებას რუსეთის ეკონომიკაზე და მას უმძიმეს  დარტყმას მიაყენებს

რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ნათლად გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ რიტორიკა მთლიანად შეიცვალა და დასავლეთი უკრაინის გამარჯვებაზე უკვე თამამად საუბრობს. ის, რომ ნავთობის და გაზის ემბარგო, არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია, რისთვისაც დასავლეთი სრულ მზადყოფნას გამოხატავს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სანქციების ახალი პაკეტიდან ნავთობპროდუქტების ემბარგო ბევრად უფრო სწრაფად მოქმედი სანქცია იქნება, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი, რაც აქამდე რუსეთს დაუწესდა.

„როგორც სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მე-6 პაკეტი ოთხი ნაწილისგან შედგება: დადგინდა მაღალი სამხედრო თანამდებობის პირების და არა მხოლოდ სამხედრო, სამოქალაქო პერსონების ჩამონათვალი, რომლებმაც მოაწყვეს და მიიღეს მონაწილეობა ბუჩას ტრაგედიაში. ეს სია სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიეწოდება.

სანქციების ახალ პაკეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯია „სბერბანკის“ „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვა. იქიდან გამომდინარე, რომ „სბერბანკი“ რუსეთის ყველაზე დიდი ბანკია და მისი სერვისებით რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, ეს სანქცია ძალიან ნეგატიურად აისახება რუსეთის საფინანსო-საბანკო სექტორზე და მოსახლეობაზე.

პაკეტში ასევე საუბარია სამი დიდი სახელმწიფო მაუწყებლის დასავლეთში საქმიანობის შეზღუდვაზე. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის ცრუ პროპაგანდის გავლენას. კარგი იქნება, თუ სანქციების ამ ნაწილში ევროკავშირს საქართველოც მაქსიმალურად შეუერთდება.

ახალ სანქციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ემბარგო. რუსეთი ყოველდღე დაახლოებით 800 მილიონ დოლარს ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან იღებს. ამ შემოსავლების შესუსტება და საბოლოოდ განულება რუსეთის ეკონომიკას სრულ კრახამდე მიიყვანს. ეს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედი სანქცია იქნება ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი, რაც რუსეთს აქამდე დაუწესდა.

ევროპისთვის ემბარგოს განხორციელება ადვილი არ იქნება, რაც მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რათა რუსეთზე წნეხის მაქსიმალურად გაზრდით არ მიადგეს ზიანი ევროპულ ინდუსტრიას. რაც შეეხება საუბარს გამონაკლისის დაშვებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, ეს შეიძლება გახდეს პრეცედენტი და იგივე მოითხოვოს სხვა ქვეყნებმაც, ამის გამო ეს საკითხი არ იქნება ადვილად მისაღები, თუმცა როგორც ჩანს, ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

ევროკავშირის სანქციები იქნება დარტყმა რუსული ეკონომიკისთვის, პირველ რიგში ტექნოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით. გაყინული აქტივები, საწარმოების შეჩერება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს რუსეთის მოსახლეობას და იმ დარგებს, რომელიც იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, ძირითადად სამხედრო და აერო კოსმოსურ დარგებს. ეკონომიკის დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას, რაც იქნება ომში უკრაინის გამარჯვების საწინდარი“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო