ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილთან მაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება - პრობლემის მოგვარების რეცეპტი პოლიტიკურ, არასამედიცინო ნაწილშია

სააკაშვილთან მაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება. პრობლემის მოგვარების რეცეპტი პოლიტიკურ, არასამედიცინო ნაწილშია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც სააკაშვილი დეპუტატ ექიმებს მის მონახულებას სთავაზობს.

მისი თქმით, ტექნიკურად თავად სააკაშვილის მიერ განსაზღვრულ ჯგუფში ხვდება, თუმცა, თავს არც ექიმად გრძნობს და არც ამ მიმართულებით საუბარი აინტერესებს სააკაშვილთან.

„მომწონს მისი განცხადების ის ნაწილი, რომ ადამიანი პირველად ამბობს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს შეხვდება, უბრალოდ ჯგუფს ისე აყალიბებს, რომ ამაში ტექნიკურად მოვხვდი, მაგრამ არ მაინტერესებს. საუბრის არეალს ტყუილად მიზღუდავს, მე მინდა სხვა რამეზე საუბარი, იქნებ მასაც აწყობს, რადგან მასზე, როგორც ადამიანზე ვფიქრობ, რომ მისი პრობლემის წყარო არის თავისუფლების აღკვეთა, როგორ შეიძლება ციხიდან გათავისუფლდეს ამაზეა სასაუბრო, არ მჯერა იმ ნარატივის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა გათავისუფლდეს, მე მჯერა ამის პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ომის დასრულებაა წინაპირობა, რომ ის თავისუფლებაზე აღმოჩნდეს, მიხედოს ოჯახს და ცხოვრებას,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმ მილიონ ადამიანს წარმოადგენს, რომელსაც სააკაშვილის ციხეში ყოფნა უხარია და არც მის ჯანმრთელობაზე წუხს, ამიტომ პრობლემის გადაწყვეტა მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებაში მდგომარეობს, ხოლო ამის სიტყვიერად არავის სჯერა, ამიტომ სწორედ ამაზეა საჭირო მასთან საუბარი.

„ერთ მილიონ ადამიანს ძალიან უხარია, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, შეიძლება კარგ რამეს არ ვამბობ, მაგრამ ის რომ ცუდად იყოს, ამ ადამიანებს მაინც და მაინც არ ეწყინებათ. ამ ხალხის წარმომადგენელია „ქართული ოცნება" და რა უნდა ქნას? პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რამაც უკვე გაიჟღერა, მათ შორის მისი თანაგუნდელების მხრიდან, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც უნდა დატოვოს ქართული პოლიტიკა, მაგრამ რას ნიშნავს ქართული პოლიტიკის დატოვება იმ ადამიანის მიერ, რომელიც ჩამოსვლის მერე ამ კონცერტს აწყობს თვითონ და მისი მეგობრების სახით, ხან შიმშილობა, აქციები, ეს არათანმიმდევრულობაა და გათავისუფლების შანსებს ამცირებს. ამის შანსი არის სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს, რადგან მის სიტყვას კაციშვილი არ ენდობა, ამაზეა სალაპარაკო,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა