„სტრატეგია აღმაშენებელმა“ სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაგდონალდსთან და ერიკა ოლსონთან შეხვედრები გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები - გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე კარა მაგდონალდს და ერიკა ოლსონს შეხვდნენ. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება და გეოპოლიტიკური ვითარება.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველო ევროპულ ასპარეზზე თითქოს გამქრალია, რაც “ქართული ოცნების" პოზიციონირების ბრალეულობაა.

ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს აქვს დიდი შანსი, რომ დაჩქარდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რასაც სჭირდება ვალდებულებების შესრულება რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

“შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაგდონალდსთან და ერიკა ოლსონთან. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რაზეც მათ აქვთ კონკრეტული გზავნილები. შევთანხმდით, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეასრულოს, როგორც მართლმსაჯულების, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების და ხელისუფლების განაწილების კუთხით ის ვალდებულებები, რაც მათ აქვთ. თუ ასე არ მოხდება საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სავალუტო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემცირდება.

წელს, "ქართული ოცნება” 1 მლრდ ლარს საგარეო ვალს იღებს, რასაც დაედება პირობები. ევროპას და ამერიკას ექნება წინაპირობები, აკეთებ საქმეს, გაძლევ თანხას, მეტი რეფორმა ნიშნავს მეტ მხარდაჭერას. გარდა ამისა, ასევე შევეხეთ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც, გაზის, ნავთობის და სხვადასხვა ტრანზიტის საკითხებს საქართველოს გავლით ევროპული მიმართულებით, იმიტომ, რომ საქართველო არის ერთადერთი ალტერნატივა ფაქტობრივად რუსული ტრანზიტის აზიიდან დასავლეთისკენ. ზუსტად ამაზე უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება. აქ რეალურად საშინლად იგრძნობა სიტუაცია, თითქოს გამქრალია საქართველო და ეს განპირობებულია “ქართული ოცნების” პოზიციონირების გამო. დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდამჭერები, რასაც უკრაინა იღებს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს