გიორგი ვაშაძე - ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“, საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს

ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდაჭერები, რასაც უკრაინა იღებს, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

მისი თქმით, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან ისმის კითხვები საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, ძალიან სერიოზული პრობლემაა.

„ვაშინგტონში ისმის კითხვები თუ რატომ არ აკეთებს საქართველო დღეს ამ ყველაფერს?! როდესაც მსგავსი კითხვები ისმება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება”, საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.

ჩვენი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ სრულიად გამოცლილი აქვთ ნდობის ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია პარტნიორი სახელმწიფოების, ექსპერტული თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან. “ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან და საზოგადოებასთან სისტემური მუშაობა.

ძალიან დიდი შანსები აქვს საქართველოს, რომ დაჩქარდეს, როგორც ნატოში ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია. თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით მხარდაჭერა, ასევე მივიღოთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ნამდვილად იქნება შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დავიწყოთ მსჯელობა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე, მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდება ვალდებულებების შესრულება. ვალდებულება საქართველოს აქვს ერთი, დემოკრატიული რეფორმები”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა