გია ვოლსკი - სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს - რა არის ის, რაც მას დანიშნულ წამლებს დაალევინებს - მაინც და მაინც გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს, რომ წამალი დალიოს?!

არ გვესმის პასუხები კითხვაზე - რა არის ის, რისი უზრუნველყოფაც საქართველოს არ შეუძლია? რა არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დანიშნულ წამლებს დაალევინებს - მაინც და მაინც გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც მას ექიმები დაუნიშნავენ, დალიოს?! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, უმრავლესობის დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძისა და დავით სერგეენკოს ციხეში შესვლა მხოლოდ პოლიტიკური თამაშია, რომელსაც სააკაშვილი საზოგადოებას კარნახობს. მისი თქმით, სერგეენკო და ხუნდაძე ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

“პარლამენტში საკმაოდ კვალიფიციური, კარგი და გამოცდილი ექიმები გვყავს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მათთან შეხვედრის თაობაზე პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად არის გაკეთებული და არა იმისთვის, რომ პროფესიონალურ მოსაზრებას მოუსმინოს.

ეს ერთ-ერთი სასპეკულაციო თემაა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს ჯანდაცვის მიმართულებით დამატებითი დახმარების ან კონსულტაციების მიღების ინტერესთან. საკმაოდ კვალიფიციური სამედიცინო ჯგუფი არსებობს, რომელიც პატიმრებს დახმარებას უწევს.

ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს - გარკვეულწილად ამას თვითდაზიანებაც დავარქვათ, რადგან კონკრეტული ადამიანისთვის შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი. ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, ეს ექიმების საქმეა და მათ უნდა ილაპარაკონ.

თუ ადამიანი თვითგვემას და თვითდაზიანებას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს, თუნდაც როცა სასამართლოში მღერის, მხარდამჭერებს აჯანყებისკენ ან მასიური მღელვარების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. ეს არაჯანსაღად მიმაჩნია, მაგრამ პროფესიონალი არ ვარ, საკმაოდ ბევრი პროფესიონალია, რომ მას შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, საჭიროა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მხრიდან გაეცეს პასუხი კითხვას, რა ისეთი სამედიცინო მომსახურება არის საჭირო, რომელიც საქართველოს არ გააჩნია, “გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სიამოვნებს და ფსიქოლოგიურად ტრამვას იღებს, როდესაც დახურულ სიცრეშია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა