გიორგი ვაშაძე ვაშინგტონში ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ვაშინგტონში, ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯონ გერფსთან და დენ ფრიდთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მან ნაყოფიერად უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის შიგნით და წამოიწყოს თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის, რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში.

„ატლანტიკურ საბჭოში“ შევხვდით საქართველოს დიდ მეგობრებს, ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ღიად შემიძლია ვთქვა, პირველად ამ შეხვედრაზე გავიგე, რომ დღეს ამერიკაში უკრაინის დაჩქარებული წესით ნატო-ს წევრობის საკითხიც კი განიხილება. ბევრი ადამიანი ვინც ამის წინააღმდეგი იყო დღეს ამბობს, რომ უკრაინა ამას იმსახურებს. იმისთვის, რომ საქართველო მოექცეს იმ ქოლგის ქვეშ, სადაც უკრაინა იმყოფება აუცილებელია:

პირველი - საქართველო აქტიური უნდა იყოს და გააჟღეროს, რომ ჩვენ ვართ იგივე წნეხის და აგრესიის მსხვერპლი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

მეორე - საქართველო უნდა იბრძოდეს უკრაინის მხარდამხარ, მის გვერდით, უკრაინის დიპლომატიასთან ერთად უნდა ჩანდეს ქართული დიპლომატია, რომელიც მუშაობს ვაშინგტონში და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

როგორც ჩანს, სრულიად ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება ჩვენს რეგიონში. სავარაუდოდ, უკრაინა ჩამოყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ მოთამაშედ და სამარცხვინოა ამ ფონზე ის დამოკიდებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს უკრაინის მთავრობასთან და ზოგადად უკრაინასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ამხელა რანგის მქონე ხალხი კითხვას გისვამს რას აკეთებს საქართველო?! რატომ აქვს ასეთი რიტორიკა?! რატომ არის მსგავსი ეჭვები საქართველოსთან მიმართებაში?! ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაგვაყენოს სერიოზული პრობლემების წინაშე. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ: პირველი - ეს არის დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიგნით.

მეორე - თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული და მესამე - ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება.

ყველა ეს საკითხი შეგვიძლია დღეს დავაყენოთ და უფრო მეტიც, შეგვიძლია დავაყენოთ საქართველოს დაჩქარებული წესით ნატო-ს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკისგან საოცარი მხარდაჭერა და ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა