ირაკლი ქადაგიშვილი - სახალხო დამცველს მივმართავ, დაიცვას არა მხოლოდ ერთი პატიმრის, არამედ საზოგადოების ინტერესები, არ შეიძლება გამოგონილი შიმშილობებით და მძიმე ისტორიებით ვამყოფოთ საზოგადოება

სახალხო დამცველს მივმართავ, დაიცვას არა მხოლოდ ერთი პატიმრის, არამედ საზოგადოების ინტერესები - არ შეიძლება ამ გამოგონილი შიმშილობებით და გამოგონილი მძიმე ისტორიებით ვამყოფოთ ჩვენი საზოგადოება თვეების განმავლობაში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს მიზნად აქვს დასახული პატიმრობიდან თავის დახსნა და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს.

„მისი პატიმრობის განმავლობაში მისი, როგორც პატიმრის და როგორც ადამიანის უფლებები, არ ირღვევა არცერთ კომპონენტში. მას მკურნალობის (თუ ამის საჭიროება გააჩნია), კვების, სეირნობის, კანონით გათვალისწინებული ყველა პაემნის და სხვა ყველა მომსახურების მიღების უფლება აქვს. არცერთი ეს უფლება არასდროს შეზღუდვია. ის, რომ სააკაშვილს პატიმრობიდან თავის დახსნა აქვს მიზნად დასახული და ამისთვის ის სხვადასხვა მეთოდს იყენებს ხოლმე, საბოლოო ჯამში ძირითადად როგორც წესი, სპეკულაციასთანაა ხოლმე დაკავშირებული - ეს მისი არჩევანია. უბრალოდ რა არის მძიმე მის ამ არჩევანში - ხდება სპეკულაციით ქართველი საზოგადოების სტრესში შეყვანა. რადიკალური ოპოზიცია, მხარდამჭერები და პროპაგანდისტული საშუალებები მის ამ ქმედების ხაზს იყენებენ, რომ რამენაირად ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ, მოსახლეობა დაძაბულობაში ამყოფონ. სინამდვილეში, მისი წარუმატებელი მცდელობა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეხდინა, ჩაიშალა, აღმოჩნდა პატიმრობაში და ახლა რომ თავი დაიხსნას ციხიდან, ამისთვის მიმართავს ყველაფერ ამას. მას შეუძლია მიიღოს ელემენტარული საკვები, რითაც, თუ რამე აკლია მის ორგანიზმს, შეივსება დაემორჩილოს კვალიფიციური ექიმების მკურნალობის კურსს და ამით მისი ჯანმრთელობა გაცილებით უკეთესი იქნება.

ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, სანამ საზოგადოების დაზაფრულად ყოფნას სიამოვნებით უყურებენ და ჰგონიათ, თავიანთ მიზნებს მიაღწევენ, მიმართონ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს - ეყოფა ის დანაშაულები, რაც ჩადენილი აქვს და მიიღოს სათანადო საკვები და სამედიცინო მომსახურება. პირველ რიგში, სახალხო დამცველს მივმართავ,დაიცვას არა მხოლოდ ერთი პატიმრის, არამედ საზოგადოების ინტერესები. არ შეიძლება ამ გამოგონილი შიმშილობებით და გამოგონილი მძიმე ისტორიებით ვამყოფოთ ჩვენი საზოგადოება თვეების განმავლობაში “, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა