თამარ ჩუგოშვილი - არ ვიცი, პარლამენტში საერთოდ რას აკეთებს ეს ხალხი, რა შეიქმნა ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობით? - პარლამენტში პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს

არ ვიცი, პარლამენტში რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ, რა შეიქმნა იმ პარლამენტში მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობით ან არათანამშრომლობით? - პოლიტიკური პროცესი პარლამენტში საერთოდ არ მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში”, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა და როგორ ახერხებს მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით ტენდენციას, რომ რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რაღაც მომენტში თითქოს ითქვა, რომ აღარ არის საჭირო- დამოუკიდებელია სასამართლო, მართლმსაჯულება გამართულად მუშაობს. ასე არ თქმულა, მაგრამ ამას ნიშნავს, რადგან არანაირი პროცესი არ მიდის. პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით საერთოდ კატასტროფა ხდება და ამ დროს ქვეყანა რას შვება, მთავრობა რას აკეთებს და მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთთან როგორ ახერხებენ მუშაობას, ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ მათი პოლიტიკური არჩევანი.

წლებია ასეთი ფონი შეიქმნა - უკიდურესი დაპირისპირების, სრულიად არაპროდუქტიული. მე არ ვიცი, პარლამენტში რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ, რა შეიქმნა იმ პარლამენტში თანამშრომლობით ან არათანამშრომლობით? პოლიტიკური პროცესი პარლამენტში საერთოდ არ მიდის. შესაბამისად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაზე, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, პესიმისტურად არ ვუყურებ. მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძლებთ კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ. ამის შემდეგ, უნდა თუ არა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მაინც მოუწევს რეფორმების გატარება, იმიტომ, რომ სასწორზე დევს რეალური შანსი, საქართველო ჯერ გახდეს კანდიდატი და შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა.

„ნებისმიერ თემაზე მმართველ პარტიას ყოველთვის ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ამიტომ ვერ ვიტყვით ვერასდროს, რომ თანაბრად ნაწილდება პასუხისმგებლობა. მმართველი პარტია, მითუმეტეს სრული უმრავლესობით, ნიშნავს იმას, რომ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოს შიდა პოლიტიკურმა სიტუაციამ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხმა ევროინტეგრაციის პროცესზე, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ ევროკავშირს სააკაშვილის თემა საქართველოს კანდიდატად მიღების საკითხთან ჯერჯერობით არ დაუკავშირებია.

„შიდა პოლიტიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს, მათ შორის ცუდი გავლენა მოახდინოს. ჯერჯერობით კარგ დინამიკას ვერ ვხედავთ, არის რაღაცები, რაც პარტიებს და პოლიტიკოსებს არ გაუკეთებიათ და უნდა გაეკეთებინათ, რომ ამ პროცესისთვის ხელი შეეწყოთ.

რაც შეეხება სააკაშვილს, თვითონ ევროკავშირს არ დაუკავშირებია სააკაშვილის თემა საქართველოს კანდიდატად მიღების საკითხთან. ეს ხაზი ასე მკაფიოდ არ გაუბამს ჯერჯერობით, მაგრამ ის არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი, რასაც ყველა აკვირდება და ყველა მხედველობაში იღებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნას სწორი გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო