"ევროპის სახალხო პარტია" - მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის ჰოსპიტალში,  საქართველოში ან საზღვარგარეთ

"ევროპის სახალხო პარტია" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპის სახალხო პარტიის" გვერდზე ვრცელდება.

პარტიის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია.

,,უკიდურესად შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე და გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის შედეგად სააკაშვილს აწუხებს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ანორექსია. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაციები, რამაც სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას მმართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ევროპის სახალხო პარტია" მმართველ პარტიას მოუწოდებს, სააკაშვილის საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.

,,მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას", სიტუაციის სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები აღიაროს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის ჰოსპიტალში საქართველოში ან საზღვარგარეთ, სადაც მას კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია ექნება. ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა ან სიკვდილი საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით ლაკმუსის ტესტი იქნება", - ნათქვამია ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს