პაატა მანჯგალაძე - 21-ე საუკუნეში "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ გარდაიცვალოს

21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებას, რომ სააკაშვილს სამედიცინო სერვისი სჭირდება, ასევე მისი ექიმების განცხადებებს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი.

"მესამე პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო სერვისის მიღება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ამბობენ, ამ სერვისის მიღება მაღალი ხარისხით შეუძლებელია და ითხოვენ საზღვარგარეთ მის გადაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს ციხეში არასათანადო სერვისის არარსებობის გამო. "ქართული ოცნების" ამოცანაა მესამე პრეზიდენტი გატყდეს შინაგანად, ფიზიკურად და მორალურად", - განაცხადა მანჯგალაძემ.

"ევროპის სახალხო პარტია" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. პარტიის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია.

"ევროპის სახალხო პარტია" მმართველ პარტიას მოუწოდებს, სააკაშვილის საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს