ამირან გამყრელიძე - სამედიცინო საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან 2 წელია ფრონტის წინა ხაზზე დგას - რა თქმა უნდა, თანხების ხარჯვაც უნდა იყოს შესწავლილი და თუ სადმე გადაცდომაა, რეაქციაც უნდა იყოს

რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომ „კოვიდის მართვისას თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა“.

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა, „მას მადლობა ეკუთვნის, გადაცდომა, ან შეცდომა კი ყოველთვის შეიძლება იყოს“.

„შეიძლება ბატონ ზურაბს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, ის ჯანდაცვის მინისტრია. მე კოვიდთან დაკავშირებულ ყველა გამოსვლას მადლობით ვიწყებ სამედიცინო საზოგადოების მიმართ. სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა. ვამაყობ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის წინა ფრონტზე იდგა. მას მადლობა ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შეცდომა, გადაცდომა, თუ რაღაც სხვა, ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ 2 წელია დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ექიმებს და საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო