ილია დარჩიაშვილი - ყველა რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მომზადებულ დოკუმენტზე.

როგორ დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ის რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის.

„ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან მოთხოვნა ხელისუფლების მისამართით, დარჩიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით კითხვები პარტნიორებს არ აქვთ. „ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ. მათ იციან საქართველოს პოზიცია და მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო