ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას

სააკაშვილმა ახლა მიმართა იმ გზას, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას - მას უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს, მის თავზე მართლმსაჯულებამ იზეიმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნურად ისეთი ვითარების შექმნის მცდელობა, რაც სააკაშვილს საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს, მისთვის მიუღებელია.

"მოვუწოდებ სააკაშვილს, დაუბრუნდეს რეალობას, მიიღოს საკვები. თუ მასთან დაკავშირებით რაიმე ხდება, ეს არის მისი, როგორც ზრდასრული პირის პასუხისმგებლობა, ასევე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მას უკიჟინებდა, რომ ამ ფორმით ქაოსური სიტუაციის შექმნა შეიძლება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ნდობა იმ ექიმების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, ღუდუშაური აცხადებს, რომ თავად სააკაშვილის განცხადებებს უფრო ენდობა.

"სააკაშვილის განცხადებას უფრო ვენდობი - რომ ახლა არის იმის დრო, რომ ქვეყანაში არეულობის კერები შეიქმნას და ბრძოლის დროა, ეს განცხადებაა უფრო სარწმუნო. მე ვენდობი იმ განცხადებას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა და ვენდობი ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილისთვის, არა როგორც ერთი პატიმრისთვის, არამედ ყველა დანარჩენი პირისთვის.

არავის უწამებია, არანაირი უფლება მას არ დარღვევია, ერთადერთი უფლება რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა, ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს განცხადებებს. შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა - ახლა დაგასრულებ და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, მიმართა იმ გზას, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში. ახლა თუ ჰგონია, რომ რაც უფრო ამორალურ განცხადებებს გააკეთებინებს წარსულში მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფ უგულავას, ეს შედეგს მოუტანს, ძალიან ცდება. მას აქვს ეს მოცემულობა, რომ უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს. მასთან მიმართებით ცოტათი დაგვიანდა, მაგრამ მართლმსაჯულებამ მის თავზე იზეიმა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა