ხათუნა სამნიძე - 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც "ქართული ოცნება" გაურბის, კვლავ დღის წესრიგშია

"შეხვედრების დროს ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოს უსაფრთხოების საკითხი იყო, ჩვენ პარტნიორებს უკრაინასთან ერთად არ უნდა დაავიწყდეთ საქართველო,” - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებაც აქტიურად მუშაობდეს პარტნიორებთან და ის ვალდებულებები, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” იკისრა, აუცილებლად უნდა შეასრულოს.

“მაქსიმალური დახმარება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საკითხი, რომელზე ხელისუფლება სისტემატიურად და ინტენსიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ჩანს. ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ ძალიან კარგად ხედავს რა არის ჩვენი ხალხის ნება. ხელისუფლების პასიურობის მიუხედავად, ძალიან ბევრი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო დაცული იყოს, მაგრამ ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან კონკრეტული პირობების შესრულება და დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს აშშ ამ საკითხს, ძალიან მალე ვიხილავთ ამას.

ეს ეხება ყველა იმ შეთანხმებას, პირობას, რომელზეც თვეების განმავლობაში “ქართული ოცნება” საუბრობდა, პირობას დებდა, გარანტიებს იძლეოდა, ხელს აწერდა ამ შეთანხმებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას და გარანტიებს, რომ ჩვენ დავრჩებით და ვიქნებით აშშ-სა და ევროპის პარტნიორი. 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც "ქართული ოცნება" გაურბის, კვლავ დღის წესრიგშია. გაქცევის მიუხედავად, მათ თქვეს, რომ პირობებს შეასრულებდნენ. ამ პირობებში არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რეფორმები, პასუხისმგებლობის განაწილება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი პარტნიორები დაინახავენ "ოცნების" მზაობას გადადგას ნაბიჯები. ეს იქნება მათი მხარდაჭერის გაგრძელების გარანტი!”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა