ეკა ბესელია - სააკაშვილის საქმე  შურისძიების აქტს დაემსგავსა - სასჯელის მიზანი არ არის ტანჯვა, სასჯელის მიზანია აღსრულება, როცა ეს ტანჯვის სახეს იღებს, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნო

სასჯელის მიზანი არ არის ტანჯვა, სასჯელის მიზანია აღსრულება. როდესაც ეს ტანჯვის სახეს იღებს, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნო, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

ბესელიამ „ალტერნატიულ გზებში“ სახალხო დამცველისა და ექიმების რეკომენდაციები იგულისხმა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ „თუნდაც ამით უნდა იხელმძღვანელოს“.

მისივე თქმით, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

„არ მახსენდება ჩვენგან პატიმრის გადაყვანა უცხო ქვეყანაში, მაგრამ თუ არ გვქონდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის შესაძლებლობა არ არის და კანონით ამის გაკეთება არ შეიძლება. ამის პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას, რათა ამ ტიპის საქმეებზე ქვეყანამ ზიანი კი არ მიიღოს, არამედ აჩვენოს ჰუმანურობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სააკაშვილის საქმე კი შურისძიების აქტს დაემსგავსა. ეს არ არის უბრალოდ პერსონალური საკითხი, ეს გახდა პოლიტიკური თემა მაშინვე, როგორც კი ის ქვეყანაში ჩამოვიდა და დღეს განსაკუთრებით, როდესაც უკრაინაში არის ასეთი დაუსრულებელი მძიმე საომარი მოქმედებები“, - განაცხადა ბესელიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერი.

„ერთის მხრივ, ეს არის შიში მისი პერსონის მიმართ - გარეთ მყოფი სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხე „ქართული ოცნებისთვის“. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ეს არის შურისძიების აქტი. ეს დამოკიდებულება ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს და ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ამ ექსპერიმენტის ჩატარება, თუ როდემდე გაუძლებს მისი ნერვები, გული და ჯანმრთელობა, მეჩვენება სასტიკ დამოკიდებულებად ხელისუფლების მხრიდან და ეს ცინიზმი, რომელიც მათ კომენტარებში ისმის, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა. შენ თუ გძლევს ცინიზმი, ირონია, მას დასცინი, ეს ნიშნავს ორ რაიმეს - როგორც ხელისუფალს, გააზრებული არ გაქვს პასუხისმგებლობა, რომ მის სიცოცხლეზე შენ ხარ პასუხისმგებელი. მეორე - ეს ნიშნავს, რომ არ არის შენში საკმარისი თანამგრძნობი ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა იყ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს