ბათუმის საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო სცნობს

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის გათვალისწინებით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. როგორც ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა განუცხადა, პირადად ის აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„მხარს დავუჭერ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, რადიკალურ ჯგუფებს საკრებულოს საქმიანობის პარალიზების შესაძლებლობა არ მიეცემათ - ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს!“ - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი კახიანის პოზიცია ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.

კანონის პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.

“რადიკალურ, სრულიად დესტრუქციულ ძალებს საკრებულოების პარალიზების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია ბათუმში საკრებულოს მუშაობის პარალიზებას ცდილობს. ამიტომ ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს. აღნიშნულ ინიციატივას პირადად მე არ გავცნობივარ, მაგრამ თუკი ასეთი ინიციატივა არსებობს, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. საკრებულოს პარალიზება ბათუმელების ინტერესების დაუცველობას და ბათუმის სასარგებლოდ კონკრეტული მოქმედებების ვერ განხორციელებას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა