ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45 000 აშშ დოლარი და 3 500 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში, 286 865,7 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) 28 686,65 ლარი შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა