„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ერიკა ოლსონს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ერიკა ოლსონთან შეხვედრა გამართეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, დაყენებული იქნა საკითხი საქართველოსთვის დამატებითი თავდაცვის და ფინანსური გარანტიების მიცემის შესახებ.

„შეხვედრა გვქონდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ერიკა ოლსონთან, რომელიც მაღალი რანგის ერთ-ერთი ფიგურაა. შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც საქართველოში ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დაყენებული იქნა საკითხი საქართველოსთვის დამატებითი თავდაცვის და ფინანსური გარანტიების მიცემის შესახებ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს და უკრაინის საკითხებსაც, სადაც ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები. ასევე შევეხეთ იმ მექანიზმების ამოქმედების საკითხს, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას’’ აღებული ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა