მიხეილ სარჯველაძე - თუ ყურადღებას მივაქცევთ, მოთხოვნა სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას - აქტიური მოთხოვნაა მისი უცხოეთში წაყვანა

როდესაც პატიმარი თავად შეიძლება ამბობდეს უარს სამედიცინო მანიპულაციის მიღებაზე, ეს რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა - თუ ასეთი წესი იქნება პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაშინ წესი უნდა იყოს სხვა პატიმრებთან მიმართებაშიც, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ რა სამედიცინო მანიპულაციაც მას ესაჭიროება, ყველაფერი მიწოდებადია საპატიმრო დაწესებულებაში. მან აქვე აღნიშნა, რომ “არ შეიძლება საკითხის ემოციების ან სიმპათიების დონეზე გადაწყვეტა“.

“თუ ყურადღებას მივაქცევთ, მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის თაობაზე არ დგას - აქტიური მოთხოვნაა მისი უცხოეთში წაყვანა. ფსიქოლოგიური, სტრესული მდგომარეობა, რომელშიც პატიმარი იმის გამო იმყოფება, რომ ვერ ეგუება და არა აქვს საპატიმრო დაწესებულებასთან შეგუების სურვილი, აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ეს სასჯელის გადავადების ან მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის მოთხოვნას არ წარმოშობს. აქ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად კატეგორიულნი - არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებების არსებობას მიზენშეწონილობა, ემპათია, დამოკიდებულება ან პოლიტიკური სიმპათია განაპირობებდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს