ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმე და კრიტიკულია - ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საქართველოში, მაშინ როცა შეუძლია ყველაზე ეფექტურად დაეხმაროს უკრაინას

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უცვლელად მძიმე და კრიტიკულია”.

როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილს სიცხე აქვს და წონაში კლებას განაგრძობს. მისივე თქმით, მას მორიგე ექიმი მეთვალყურეობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის საჭირო.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელად მძიმე და კრიტიკული. მას ისევ აქვს სიცხე და წონაში იკლებს ყოველდღიურად. მორიგე ექიმი უწევს მეთვალყურეობას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ გვინდა ადამიანი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია ქვეყნიდან გაყვანა და შესაბამისი მკურნალობა. საქართველოში მისი აბსოლუტური გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმით მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნანობს. ეკა ხერხეულიძის განმარტებით, სააკაშვილი ამ განცხადებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გულისხმობდა, რომელში მონაწილეობის მიღებას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებს.

„მას არაერთხელ გამოუხატავს სინანული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი. ის გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელში მონაწილეობის მიღებასაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ ახერხებს. ნანობს, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა საქართველოში, მაშინ როდესაც შეუძლია ყველაზე ეფექტურად დაეხმაროს უკრაინას”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი