ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში.

„სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა