ანა კობახიძე - ცესკო არ არის ორგანო, რომელმაც მანდატის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ეს ყველაზე სახიფათო ჩანაწერი იქნება საარჩევნო კოდექსში

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი და ცესკოს წევრი ანა კობახიძე საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება საკრებულოს ნაცვლად, ცესკომ უნდა ცნოს.

ანა კობახიძის აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი არ არის მანდატების მინიჭების ან არ მინიჭების საკითხი გადაწყვიტოს. კობახიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ის ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ვინმესთვის მანდატის მინიჭება არ მინიჭების საკითხი გადაწყვიტოს. ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების მომზადებაზე, ჩატარებაზე და შედეგების შეჯამებაზე. ამ ,,ფუნქციის" დამატება ცესკოსთვის იქნება უფლებამოსილების გადამეტება და კიდევ ერთი არადემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც იწვევს შემდეგ ნდობის შემცირებას. (ბოლო IRI ის კვლევაც სწორედ ამაზე მიუთითებს).

თუ ეს ცვლილებათა პაკეტი ძალაში შევა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში, რადგან ახლანდელ ადმინისტრაციის შემადგენლობას მოუწევს გადაწყვიტოს არჩევნებში გამარჯვებულის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ახლა ეს ცვლილება მორგებულია ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების თავიდან ასაცილებლად, ხოლო შემდგომ ცესკოს ექნება ბერკეტი იმ შემთხვევაში თუ ,,ოცნების" არასასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს საერთოდ არ ცნოს ასეთი დეპუტატების უფლებამოსილება", - განაცხადა ანა კობახიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს