გიორგი შარაშიძე - იმედია, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივას და დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უფლება იქნება

იმედია, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივას და დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უფლება იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი შარაშიძე მმართველი პარტიის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიღების შემთხვევაში შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს წევრების თანხმობის ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა არა ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების თანხმობით, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება. რა ევროინტეგრაციაზე გვაქვს საუბარი, რა ევროპული სტანდარტის დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი, რომლის მთავარ ქვაკუთხედს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს, როცა ხელისუფლება საკუთარ ინტერესებზე ირგებს კანონს, ფაქტობრივად ითვისებს სახელმწიფოს და ხალხს ართმევს არჩევანის უფლებას?!

ამიტომ, დღეს როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ შეუქმნან საფრთხე საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიულ პროცესს.

იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივას და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა კვლავ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უფლება და მოვალეობა იქნება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ამასთან, საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, მოუწოდონ ევროკავშირს მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„თბილისის საკრებულოს სხდომიდან მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიულ პროცესთან დაკავშირებით და მოვუწოდო ერთის მხრივ, ევროკავშირს, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდნენ ამ მოწოდებაში!

დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთობლივი ძალისხმევის მიმართვა იმ დიდი მიზნისკენ, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავალი, რაც საქართველოს თავისუფალ მომავალს ნიშნავს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს