არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან დაიკავებს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, მე-11 დღიდან დაიკავებს. სწორედ ამ წესით იცვლება არსებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების დრო საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იწყება.

"საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისათვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა