ელენე ხოშტარია საზოგადოებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოებას 8 მაისს, პარლამენტთან რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამ საკითხზე ხოშტარიამ საქართველოში უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია “სვიტანოკის” თავმჯდომარე კატერინა კოზაკთან და უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, აქცია იქნება ერთი მხრივ, უკრაინისთვის სოლიდარობის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ პროსტეტის გამომხატველი.

“ 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს, ერთად - ჩვენ და უკრაინელები ვამარცხებთ „რაშიზმს“ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. 8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ „რაშიზმთან“ დანებებას არ ვაპირებთ. 8 მაისს, 14:00 საათზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვუხმობთ პარლამენტის წინ”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:ელენე ხოშტარია საზოგადოებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა