ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორს, პაუ როკა ბლასკოსს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, OIV-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აქვს.

როგორც პაუ როკა ბლასკომ შეხვედრაზე განაცხადა, ღვინო საქართველოში კულტურის, იდენტობის ნაწილია; საქართველოში სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპერტების ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების თანამშრომლობიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წლის 26 ნოემბერს, „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, დაემატა OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს, რომელშიც მანამდე სხვადასხვა ქვეყნის ჯამში 7 ღვინო შედიოდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, ვენახის კადასტრის პროგრამაზე, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაფართოებასა და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ახალი მარკეტინგული პროგრამის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.

OIV-ის გენერალურ დირექტორ პაუ როკა ბლასკოსთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს