ხატია დეკანოიძის განცხადებით, მოლდოვას პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტარი ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პარტიული დღის წესრიგიდან უნდა გამოვიდნენ და ადამიანის გადარჩენაზე იზრუნონ.

ამასთან, დეკანოიძე მოითხოვს, რომ აღდგეს ჯანდაცვის სამინისტროში ის კონსილიუმი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში შეიქმნა.

" კვლავ მინდა გავაკეთო განცხადება და ხაზი გავუსვა - აღდგეს ჯანდაცვის სამინისტროში ის კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში. ამ კონსილიუმში არსებულ ყველა ექიმს, რომელსაც კანონის მიხედვით ევალება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება გადაარჩინოს, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისევე როგორც უნდა შევიდნენ პარლამენტარი ექიმები, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლობა, ვგულისხმობ ხუნდაძეს, სერგეენკოს და სხვა ექიმებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი, მეც მოვუწოდებ მათ, რეალურად გამოვიდნენ ყოველგვარი პარტიული დღის წერიგიდან, ადამიანის გადარჩენაზე იზრუნონ. დიახ, პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელმა", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ამასთან, მან აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გუშინ, ჩვენ ვიხილეთ ადამიანების კანონიერი მოთხოვნა - მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა“.

„ყველა ფრონტზეა გაშლილი ჩვენი პარტია და აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის მიწვევა ტუსკის მიერ, მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციით და საერთაშორისო ნდობით სარგებლობს ევროპაში. რამდენადაც არის ცნობილი, მას და არამხოლოდ მას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით",- აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ცნობებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, - წერს სანდუ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო