ხატია დეკანოიძე - ბათუმში მომხდარი მძიმე ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას

გუშინ, ბათუმში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას, კანონის ფარგლებს გარეთ მიმართულ დანაშაულს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ამასთან, არაპროპორციული ძალით მოხდა დაკავება.

"გუშინ, ბათუმში მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას და უტიფრობას, კანონის ფარგლებს გარეთ მიმართულ დანაშაულს, რომელიც ვიხილეთ ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების, დეპუტატების, აქტივისტების, საკრებულოს წევრების დაკავების სახით. ეს ვიხილეთ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, მსოფლიოს ლიდერები, პარტიები გამოხატავენ შეშფოთებას, პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთონ, დაიცვას ადამიანის უფლებები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უსაფრთხოება და სიცოცხლე, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს გარანტირებული.

ამ პირობებში, გუშინ შეკრებილ მშვიდობიან, თავისუფალ მანიფესტაციაზე ძალიან მძიმე შემთხვევა ვიხილეთ, სადაც ადამიანები მოითხოვდნენ მესამე პრეზიდენტის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, როდესაც აუცილებელია მისი სიცოცხლის დაცვა. ეს არის ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. არაპროპორციული ძალით მოხდა უკანონო დაკავებები",- აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი