პროკურატურამ ასპინძაში მომხდარი მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.

პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ" ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა