ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბათუმში ადამიანები მშვიდობიან პროტესტს მართავდნენ, რა დროსაც საზოგადოებამ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იხილა

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბათუმში აქციაზე განვითარებული მოვლენები, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტერესებს. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ბათუმში ადამიანები მშვიდობიან პროტესტს მართავდნენ, რა დროსაც საზოგადოებამ ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევა იხილა. ხოშტარია დაკავებულების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს და აცხადებს, რომ სოლიდარობისთვის ბათუმში წასვლას აპირებს.

„ვნახეთ უხეში დარღვევა, რომელსაც სამწუხაროდ, შეგვაჩვიეს, რომელიც გახდა ნორმა. ვხედავთ,რომ თავისუფალი მოქალაქეები, აქტივისტები ხან „სტიკერების“ გაკვრისას, ხან კარვის გაშლისას, ხან აზრის გამოხატვისას, ხან ბიძინა ივანიშვილზე ან ირაკლი ღარიბაშვილზე აზრის წარმოთქმისას პირდაპირ ხდებიან პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველომ ევროკავშირში გაგზავნა კითხვარზე პასუხები, სადაც საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი ფასდება და დღეს, ჩვენ გამადიდებელი შუშის ქვეშ ვიმყოფებით დემოკრატიის თვალსაზრისით. ამასთან, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც საგანგებოდ იყო ხაზგასმული აზრის გამოხატვის შეზღუდვის, თავისუფალი შეკრების შეზღუდვისა და პოლიციის მხრიდან ამ უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი. ანგარიშში ეს მტკიცებით ფორმაშია ნახსენები. ამიტომ, ის მოვლენები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომელიც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა ყველა მოქალაქისთვის ძალიან არასასიამოვნოა, დამატებით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს“, - აცხადებს ელენე ხეოშტარია.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილი კარვები სამართალდამცავებმა წუხელ აიღეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა