ანდრიუს კალინდრას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობაა საჭირო და მთავრობამ უნდა დაინახოს, რომ ნამდვილად შემაშფოთებელი სიტუაციაა

საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობაა საჭირო და საქართველოს მთავრობამ უნდა დაინახოს, რომ ნამდვილად შემაშფოთებელი სიტუაციაა და გადაწყვეტილება მხოლოდ მათზეა.

როგორც კალინდრამ აღნიშნა, ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, სანამ პროცესი შეუქცევადი გახდება.

„რა თქმა უნდა, მესამე პრეზიდენტის დატყვევების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურად ვიმუშაოთ, რომ არ დაგვაგვიანდეს. არ უნდა დაგვაგვიანდეს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს დღის წესრიგშია.

აქტიურად ვადევნებთ თვალს პროცესების განვითარებას. შეშფოთებული ვართ, ჩვენი საგარეო საქმეთა კომიტეტიც ძალიან შეშფოთებულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. არავის არ სურს, რომ ყოფილი ლიდერები ციხეში იყვნენ. ჩვენ მისი ღირსება და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ. საჭიროება არსებობს, რომ მას სამედიცინო სერვისები მივაწოდოთ, რათა გადარჩეს. ეს ძალიან აქტიურად განიხილება ვილნიუსში, აქტიურად ვადევნებთ თვალს ამ საკითხს და რა თქმა უნდა, უნდა გავიღოთ ძალისხმევა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს და საქართველოს მთავრობამ დაინახოს, რომ ნამდვილად შემაშფოთებელი სიტუაციაა, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ მათზეა.

ჩვენი პარლამენტარები ნოემბერში შეხვდნენ პოლიტიკოსებს. მათ განიხილეს სააკაშვილის საქმე და ეს საკითხი განხილულია ძალიან ხშირად მაღალი დონის შეხვედრებზე. საგარეო საქმეთა კომიტეტი გვაქვს, რომელიც აქტიურად განიხილავს ამ საკითხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს გახლავთ რუსეთის შესაძლებლობა მანიპულირება მოახდინოს საქართველოს შიგნიდან და გაზარდოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე.

ჩვენ ვფიქრობთ, ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, სანამ გვიანი იქნება და შეუქცევად პროცესებამდე არ მივა“,- განაცხადა ანდრიუს კალინდრამ, რომლის ინტერვიუსა და სინქრონულ თარგმანსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა