აჭარაში, აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წევრი დღეს მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 25 წევრიდან დღეს მოსამართლემ 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. კერძოდ, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ: გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მერაბ ვარშალომიძე, ილია ჯინჭარაძე, რეზო ხარაზი, ლაშა კილაბერია, ნოდარ დუმბაძე, ლაშა კომახიძე, მამუკა ქობულაძე და არასრულწლოვანი ც.მ.

ამასთან, დღეს დილით ასევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა კიდევ 2 პირი - ხათუნა ბერიძე და ეკა ზარია.

დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. მათ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, მოგვიანებით სამართალდამცავებმა კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა 25 პირი დააკავეს.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს