"აზოვის" პოლკის ლეიტენანტი - კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია - ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს

"აზოვის" პოლკის ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში გამართული ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ჩაბარება მიუღებელია.

"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. ჩემთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს",- განაცხადა მან.

მისივე თქმით, "აზოვი" ებრძვის აგრესორს და მის ბარბაროსობას.

”ჩვენ ვებრძვით აგრესორს, მტერს, რომელსაც ტერორი მოაქვს უკრაინაში. ვიბრძვით მათი ბარბაროსობის წინააღმდეგ”,- აღნიშნა სამოილენკომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია